Press releases

News/Press releases

ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს

პარასკევი, 05 ივნისი, 2015
ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს

613

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტზე, ერთ-ერთი შპს-ის დირექტორი და ტექნოლოგი  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, შპს-ს კუთვნილ საწარმოში, სანიტარული ნორმებისა და დადგენილი სტანდარტების უხეში დარღვევით ამზადებდნენ და შემდგომ რეალიზაციას უწევდნენ ფალსიფიცირებულ ხორცპროდუქტებს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე. მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ დაამზადეს და გაყიდეს საკვებად უვარგისი დიდი ოდენობით ძეხვი და სოსისი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პროდუქცია არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს და გარკვეული მინარევების შერევის შედეგად შეცვლილი აქვს თვისობრიობა. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან 3 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top