Press releases

News/Press releases

შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის დელეგაციასთან

პარასკევი, 07 მარტი, 2025
შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის დელეგაციასთან

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - სოსო რამიშვილმა, მოადგილეებსა და სსიპ - შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს უმასპინძლეს. დელეგაციას ხელმძღვანელობდა კომიტეტის თავმჯდომარე - ედუარდ ჰაკობიანი. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კოლეგა უწყებების საქმიანობის სპეციფიკა და მათ კომპეტენციას მიკუთვნებული მნიშვნელოვანი საკითხები. აღინიშნა, ხომ მხარეებს შორის 2023 წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის კოლეგა უწყებებს შორის ორმხრივმა თანამშრომლობამ საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთისა და გამოძიების კუთხით ინტენსიური ხასიათი შეიძინა. 

ქართული მხარის წარმომადგენლებმა, დელეგაციის წევრებს გაუზიარეს გამოცდილება საქონლის მოძრაობის აღრიცხვის, საგადასახადო დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმებისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ძირითად მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«აპრილი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

 

 

Back To Top