Press releases

News/Press releases

ყალბი სერტიფიკატებისა და ბარათების დამზადება-გასაღების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2019
ყალბი სერტიფიკატებისა და ბარათების დამზადება-გასაღების  ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

129

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროფესიული განათლების დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატებისა და ბარათების დამზადება-გასაღების  ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კვალიფიკაციის ასამაღლებელი ერთ-ერთი სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი სასწავლო კურსის გავლის გარეშე, მოქალაქეს დაუმზადა და გაასაღა ელექტრიკოსის კვალიფიკაციის მიღების დამადასტურებელი ყალბი სერთიფიკატი და შესაბამისი ბარათი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 180-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top