Press releases

News/Press releases

ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების ფაქტზე შპს-ების დირექტორები პასუხისგებაში მისცეს

ხუთშაბათი, 31 ივლისი, 2014
ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების ფაქტზე შპს-ების დირექტორები პასუხისგებაში მისცეს

735

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნენ მიცემული შპს-ების დირექტორები.

გამოძიებით დადგინდა, რომ ზემოთხსენებული საწორმოების ხელმძღვანელებმა და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებისაგან გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, თურქეთის რესპუბლიკაში შეაგროვეს საქართველოში იმპორტისათვის განკუთვნილი ტვირთი, რომელსაც ყალბი ინვოისის საფუძველზე შეუმცირეს თვითღირებულება და საქართველოში იმპორტირებისას მოახდინეს მისი განბაჟება თავიანთ საწარმოზე. აღნიშნულის შემდეგ კი ყალბი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მოახდინეს რეალურ მეპატრონეზე გადაწერა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე ვადით.


 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top