Press releases

News/Press releases

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება გამოყენების ფაქტზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს

შაბათი, 14 თებერვალი, 2015
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება გამოყენების ფაქტზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს

657

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე,  ოთხი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგინილია, ბრალდებულებმა, დააფუძნეს რამოდენიმე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა რუსეთიდან და უკრაინიდან  მარცვლეულის იმპორტი. 2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის იანვრის პერიოდში სახელმწიფოს კუთვნილი იმპორტის გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით, ზემოთ აღნიშნული პირები, მათ მიერვე დაფუძნებულ საზოგადოებებს შორის, ახორციელებდნენ ფიქტიურ სამეურნეო - საფინანსო ოპერაციებს, თითქოს უწევდნენ ერთმანეთს სხვადასხვა მომსახურებას, რისთვისაც ამზადებდნენ ყალბ ანგარიშ-ფაქტურებს და იქმნიდნენ დამატებითი ღირებულების გადასახადის ყალბ აქტივს, რომლითაც შემდგომში ახდენდნენ იმპორტის გადასახადის გადახდას. ჯამში მათი მხრიდან შექმნილი იქნა 1 559 162 ლარის  დღგ-ს ყალბი აქტივი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top