Press releases

News/Press releases

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

ოთხშაბათი, 10 სექტემბერი, 2014
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

719

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება–გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ე. გ-მ, ზ. ტ-მ, პ. ტ-მ და ო. ჩ-მ დაამზადეს და მეწარმე სუბიექტზე გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურა და სასაქონლო ზედნადებები, თითქოს, ერთ-ერთ მეწარმეს მათ დიდი ოდენობის ღირებულების დამუშავებული ხის მასალა მიაწოდეს. ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების სანაცვლოდ, დაკავებულებმა 9 650 ლარი აიღეს.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს პატიმრობას 4-დან 7 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top