Press releases

News/Press releases

ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პარასკევი, 11 დეკემბერი, 2015
ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

549

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომელი დააკავა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაუმზადა ციტრუსისა და ვაშლის ყალბი წარმოშობის სერთიფიკატი, ექსპერტიზის დასკვნა და ხელშეკრულება. საგამოძიებო სამსახურის მიერ, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის მიერ უკანონოდ დამზადებული წარმოშობის სერტიფიკატი და ექსპერტიზის დასკვნა. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.

საგამოძიებო სამსახური მსგავსი ტიპის შესაძლო კანონდარღვევის მიმართ ახორციელებს მკაცრ ზედამხედველობას და კონტროლს. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top