Press releases

News/Press releases

ქრთამის აღების ფაქტზე "დაცული ტერიტორიების სააგენტოს" რეინჯერი დააკავეს

ხუთშაბათი, 02 ივლისი, 2015
ქრთამის აღების ფაქტზე "დაცული ტერიტორიების სააგენტოს" რეინჯერი დააკავეს

603

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უბნის რეინჯერი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მის დაქვემდებარებაში არსებული ბორჯომ-ხარაგაულის ტყის ფონდის ტერიტორიიდან უკანონოდ საშეშე მორის მოჭრის სანაცვლოდ, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 300 ლარი.

საგამოძიებო სამსახური აგრძელებს გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top