Press releases

News/Press releases

ქალაქ ბათუმში კონტეინერების კონტროლის პროგრამის მონაწილეებისთვის სწავლების კურსი გაიმართა

ოთხშაბათი, 27 ივნისი, 2018
ქალაქ ბათუმში კონტეინერების კონტროლის პროგრამის მონაწილეებისთვის სწავლების კურსი გაიმართა

218

18–26 ივნისს,  ქალაქ ბათუმში,  გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამაში  ჩართული უწყებების წარმომადგენლებისთვის თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი ჩატარდა. 

სასწავლო კურსის ფარგლებში, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის და ნიდერლანდების საბაჟოს ეროვნული მიზნობრივი ცენტრის (The Netherlands Customs National Targeting Center) ტრენერებმა, მონაწილეებს საბაჟო გამშვებ პუნქტებში, გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, კონტრაბანდული საქონლის არალეგალური ბრუნვის აღკვეთის და ნარკოდანაშაულის გამოვლენის უახლესი ტენდენციები გააცნეს.  მიაწოდეს ინფორმაცია   გლობალურ სავაჭრო სფეროში კონტეინერების  ინსპექტირებისას  უსაფრთხოების უზრუნველყოფის თანამედროვე სტანდარტების შესახებ.

თეორიული და პრაქტიკული სწავლების პროცესში,  მონაწილეებმა განიხილეს დანაშაულის  რისკების შეფასებისა და მართვის საკითხები, სინდიკატური დანაშაულის გამოვლენის ეფექტური  მეთოდები და  საზღვაო პორტებში მიტოვებულ კონტეინერებთან დაკავშირებული რისკები. კურსის ფარგლებში, იმსჯელეს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში სამართალდამცავ სამსახურებს შორის ინფორმაცის გაცვლის  მნიშვნელობის  და ინტერნეტქსელის,  როგორც ინფორმაციის წყაროს  გამოყენების მნიშვნელობის შესახებ.

სასწავლო კურსს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის  და საპატრულო პოლიციის დეპარტამენების, ასევე,  უკრაინის, კერძოდ, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები და ოდესის ოლქის მებაჟე ოფიცერები ესწრებოდნენ.  სასწავლო კურსში ოდესის პორტის სამუშაო ჯგუფის წევრების მონაწილეობა  კანადის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

სასწავლო კურსი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის და  პროექტის  -  „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ (EU-ACT) საქართველოსა და უკრაინაში“   ორგანიზებით  გაიმართა.

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამაში ჩართულია ოთხი უწყება: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი და საგამოძიებო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. პროგრამის მოქმედების არეალი მოიცავს საბაჟო გამშვებ პუნქტებს, გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს. კონტეინერების კონტროლის პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქონლის არალეგალური ბრუნვის აღკვეთა, საზღვარზე ნარკოტიკული ნივთიერებების, სტრატეგიული და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის აღმოჩენა, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვა, პროგრამის ფარგლებში მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top