Press releases

News/Press releases

ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონის მითვისების ფაქტზე დაკავებულია შპს-ს დამფუძნებელი

ხუთშაბათი, 19 ნოემბერი, 2015
ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონის მითვისების ფაქტზე დაკავებულია შპს-ს დამფუძნებელი

557

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, ერთ-ერთი შპს-ის დამფუძნებელი დააკავა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, აღნიშნულ კომპანიას უნდა მოეხდინა ქალაქში ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია და მისი ევროსტანდარტების დონეზე მოწყობა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიუხედავად, კონტრაქტორმა კომპანიამ არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და მისმა დამფუძნებელმა მიითვისა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, ნახევარ მილიონზე მეტი თანხა. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 11 წლამდე ვადით. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top