Press releases

News/Press releases

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გაერთიანებული სამეფოს პორტსმუთის უნივერსიტეტის ლექტორი და ასოცირებული ხელმძღვანელი დოქტორი ლეა ფოქსი ეწვია

ორშაბათი, 29 მაისი, 2023
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გაერთიანებული სამეფოს პორტსმუთის უნივერსიტეტის ლექტორი და ასოცირებული ხელმძღვანელი დოქტორი ლეა ფოქსი ეწვია

საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა გაერთიანებული სამეფოს პორტსმუთის უნივერსიტეტის ლექტორსა და ასოცირებულ ხელმძღვანელს - დოქტორ ლეა ფოქსს უმასპინძლეს. შეხვედრას ესწრებოდა აგრეთვე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის  - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტი - იგორის კრჟეჩკოვსკისი.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე  სტუმრები საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას, არსებულ გამოწვევებს, ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებსა და გასულ წელს მიღწეულ შედეგებს გაეცნენ. მხარეებმა ისაუბრეს ფინანსური დანაშუალის გამოძიების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამის ტრენინგებში ჩართულობის მნიშვნელობაზე.

მხარეებმა მზაობა გამოთქვეს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მიმართულებით კოორდინაციის გააქტიურებაზე და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ. 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«სექტემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

 

 

Back To Top