Press releases

News/Press releases

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა

სამშაბათი, 16 იანვარი, 2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა

281

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში  სამი პირი მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულებმა,  ქვემო ქართლში არსებულ სავაჭრო ობიექტში  ყალბი 50-ლარიანი კუპიურა, ხოლო მეორე შემთხვევაში,  ქალაქ თბილისში ყალბი     100-დოლარიანი და 100 თურქული ლირის ნომინალის კუპიურა გაასაღეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ჯამში ამოღებულია 700 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი და 50-ლარიანი კუპიურები, 9 600 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები  და 48 800 ყალბი თურქული ლირა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top