Press releases

News/Press releases

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევისა და ტენდერზე ყალბი დოკუმენტაციის წარდგენის ფაქტებზე 36 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა

ოთხშაბათი, 19 სექტემბერი, 2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევისა და ტენდერზე ყალბი დოკუმენტაციის წარდგენის  ფაქტებზე  36  მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა

185

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  მეწარმე სუბიექტების მიერ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევისა და ტენდერზე ყალბი დოკუმენტაციის გამოყენების 36 ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მეწარმე სუბიექტები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის პროცესში, დამკვეთი ორგანიზაციის მოთხოვნების დაკმაყოფილების  და გამოცდილების დადასტურების მიზნით,  სხვადასხვა სახის  ყალბ დოკუმენტებს წარადგენდნენ.  აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტზე, საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა  27 მეწარმის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით დაიწყო.

პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  გამოვლინდა ფაქტები, როდესაც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე სუბიექტებს შორის ადგილი ჰქონდა წინასწარ შეთანხმებას და  გარიგებას ტენდერზე წარსადგენ ფასებთან მიმართებაში.  აღნიშნულმა ქმედებამ, შემსყიდველი ორგანიზაციების კანონიერი ინტერესის არსებითად  დარღვევა გამოიწვია.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1951 მუხლით,  პასუხისგებაში მიეცა 9 მეწარმე სუბიექტი.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top