Press releases

News/Press releases

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე მაჯის საათების კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინა

ოთხშაბათი, 14 მარტი, 2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა  საქართველოს საბაჟო საზღვარზე  მაჯის საათების კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინა

255

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანის ფაქტი გამოვლინდა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის მოქალაქეს, მისივე მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გადაჰქონდა 839 ერთეული სხვადასხვა დასახელების მაჯის საათი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება  26 000 ლარს აღემატება.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top