Press releases

News/Press releases

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სავალდებულო ნებართვის გარეშე მოქმედი სამორინე გამოავლინა

ხუთშაბათი, 18 იანვარი, 2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სავალდებულო ნებართვის გარეშე მოქმედი სამორინე გამოავლინა

280

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში,  შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე მოქმედი სამორინე გამოავლინეს, სადაც, აზარტული და მომგებიანი თამაშები სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტარდებოდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, პირთა ჯგუფი დიდი ოდენობით შემოსავლის მოგების მიღების მიზნით,  შესაბამისი ნებართვის გარეშე, ორგანიზებას უწევდა აზარტული და მომგებიანი თამაშების   -  სათამაშო ბორბლის  (ე.წ. ,,რულეტკა“)  ტოტალიზატორის და ბინგოს    სისტემურ-ელექტრონული ფორმით ჩატარებას.

აღნიშნული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზიანმა  390 000 ლარი შეადგინა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top