Press releases

News/Press releases

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება

ხუთშაბათი, 26 იანვარი, 2017
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება

2017 წლის 26 იანვარს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის, „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ შედეგების შეჯამება მოხდა. პროექტის მიზანი იყო ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მხარდაჭერა. პროექტის ფარგლებში შემუშავდა საგადასახადო თაღლითობის, გადასახადებთან და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციები. პროექტის დახმარებით გაუმჯობესდა საგამოძიებო სამსახურის შიდა პროცესები.

დასკვნით ღონისძიებაზე შეფასდა პროექტის დაწყების თარიღიდან - 2015 წლიდან მიღებული შედეგები. მომხსენებლებს შორის იყვნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი ბადაშვილი, ვროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ბ-ნი არჩილ ყარაულაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, ბ-ნი ვინსენტ რეი, ფინეთის ელჩი საქართველოში, ქ-ნი არია მაკონენი, ასევე საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირები და პროექტში მონაწილე სახელმწიფო უწყებათა უმაღლესი წარმომადგენლები.

პროექტი მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც საგამოძიებო სამსახური საქართველოში ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების ყველაზე მნიშვნელოვანი საგამოძიებო ორგანოა. ფინეთის საჯარო მმართველობის ინსტიტუტი და ჰოლანდიის ფინანსთა სამინისტროს კრიმინალური საგამოძიებო სამსახური ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისათვის ტრენინგებისა და სასწავლო ვიზიტების უზრუნველყოფისა და საგადასახადო და ინტელექტუალური საკუთრების დანაშაულების შესახებ საკანონმდებლო და საგამოძიებო კუთხით რეკომენდაციების შემუშავების გზით.

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი დაიწყო 2015 წლის მაისში და გრძელდება 2017 წლის თებერვლამდე. ევროკავშირის მიერ 1 230 000 ევროთი დაფინანსებული პროექტი წარმოადგენს საქართველოს საჯარო სფეროში გატარებული რეფორმების მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის ნაწილს. საჯარო სამსახურების დაძმობილების ინსტრუმენტი წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სამსახურების თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით.

1-ლი შედეგი: საგამოძიებო სამსახურისათვის შემუშავებულია სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დოკუმენტები და საკანონმდებლო სტრუქტურაში შესატანი ცვლილებების რეკომენდაციები.
მე-2 შედეგი: საგამოძიებო სამსახურის ადამიანური რესურსების სამმართველოსათვის შემუშავებულია ადამიანური რესურსების ეფექტურად მართვის ახალი მეთოდები.
მე-3 შედეგი: ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად დანერგილია ახალი წესები და პროცედურები საგადასახადო თაღლითობისა და გადასახადებთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიების კუთხით.
მე-4 მიზანი: საგამოძიებო სამსახურში შემუშავდა რისკების იდენტიფიცირებისა და მართვის სისტემის წესები და პროცედურები.
მე-5 მიზანი: ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით გაუმჯობესდა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის საგამოძიებო მოქმედებები და მეთოდები.


 

მიმდინარე წლის 13-15 და 20-22 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში ტრენერთა ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგს ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები.

ტრენინგის მიზანი იყო საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში ჩატარებული სხვადასხვა ტრენინგის შედეგად მიღებული ცოდნის სამომავლო გაზიარების მიზნით ეფექტური ტრენინგის პროგრამის შემუშავებისა და ზრდასრულთა განათლების პრინციპების გაცნობა შესაბამისი ტრენინგის მეთოდების შერჩევის საფუძველზე. ექსპერტის მიერ გაზიარებული იქნა ეფექტური პრეზენტაციის მახასიათებლები. ტრენინგის მონაწილეთა პრეზენტაციის უნარების გაუმჯობესება მოხდა ვიდეო-ტრენინგის საშუალებით.

ტრენინგს უძვებოდა საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის ლიტველი ექსპერტი, ბ-ნი არუნას ბექსტა.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

 

მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში ფინანსური ანალიზისა და აუდიტის ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგს ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, შემოსავლების სამსახურის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სულ 30 მონაწილე.

ტრენინგის დროს ექსპერტის მიერ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად გაზიარებული იქნა ფინანსური ანალიზისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები და მოდელები, აგრეთვე ფინანსური ტრანზაქციების, ფულადი საშუალებებისა და საბანკო ანგარიშების აუდიტის საერთაშორისო პრაქტიკა.

აღნიშნული მიმართულებით საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით ტრენინგზე პრეზენტაციები წარმოდგენილი იქნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს, შემოსავლების სამსახურის, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ.

ტრენინგს უძვებოდა საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის ფინელი ექსპერტი, ბ-ნი ჰელგე ვუოტი.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

 

მიმდინარე წლის 22 და 24 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში დღგ-სთან დაკავშირებული თაღლითობების წინააღმდეგ ბრძოლის ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგს ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს მთავარი პროკურატურისა და შემოსავლების სამსახურის, წარმომადგენლები, სულ 27 მონაწილე.

ტრენინგზე დღგ-სთან დაკავშირებული თაღლითობების თემასთან ერთად განხილული იქნა ვირტუალური ვალუტა „ბიტკოინთან“ დაკავშირებული საკითხები და საკრედიტო ბარათების საშუალებით თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმები. ექსპერტების მიერ გაზიარებული იქნა ზემოაღნიშნული თაღლითობების წინააღმდეგ ბრძოლის ჰოლანდიური მოდელი. ჯგუფური სამუშაოების საფუძველზე წარმოდგენილი იქნა შესაბამისი პრაქტიკული მაგალითები.

ტრენინგს უძვებოდნენ საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის განმახორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციის - ჰოლანდიის კრიმინალური საგამოძიებო სამსახურის (FIOD) წარმომადგენლები, ბ-ნი ტონ გრუთჰედე, ბ-ნი ფრედერიკ დეკერი და ბ-ნი რობ ვან ჰეთ ჰოფი.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მიმდინარე წლის 11 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში საგამოძიებო სამსახურის 2017 წლის სამუშაოს შესრულებისა და რესურსების დაგეგმვის დოკუმენტის (Performance and Recourse Plan) პროექტის განხილვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი და უმაღლესი რგოლის მენეჯმენტის წარმომადგენლები და პროექტის გუნდის წევრები.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა სამართალდამცავ ორგანოებში სამუშაოს შესრულებისა და რესურსების დაგეგმვის პროცესი და აღნიშნული პროცესის ფინური მოდელი, აგრეთვე აღნიშნულ თემაზე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სტანდარტები.

სამუშაო შეხვედრაზე დისკუსიისა და ჯგუფური სამუშაოს საფუძველზე განხილული იქნა საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის ფარგლებში შემუშავებული საგამოძიებო სამსახურის სამუშაოს შესრულებისა და რესურსების დაგეგმვის 2017 წლის დოკუმენტის პროექტი. სამუშაო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი იქნა დოკუმენტის განხილვის შემაჯამებელი ანალიზი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგამოძიებო სამსახურის სტრატეგიულ მიზნებსა და ამ მიზნების განხორციელების აქტივობებს.

სამუშაო შეხვედრაზე შეთანხმებული იქნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2017 წლის სამუშაოს შესრულებისა და რესურსების დაგეგმვის დოკუმენტის საბოლოო სახით ჩამოყალიბება.

 
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის „ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ მეექვსე სახელმძღვანელო კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პროგრამების ადმინისტრირების სამსახურის წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარის მხრიდან პროექტის ხელმძღვანელები და მმართველი გუნდი, ასევე პროექტის უცხოელი ექსპერტები და საგამოძიებო სამსახურის მაღალჩინოსანი პირები.

სახელმძღვანელო კომიტეტის სხდომას თამჯდომარეობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ბ-ნი გიორგი ბადაშვილი. სხდომაზე განხილული იქნა საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის მეექვსე კვარტალური ანგარიში, პროექტის ფარგლებში განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები. განისაზღვრა სახელმძღვანელო კომიტეტის შემდგომი სხდომისა და პროექტის დახურვის ღონისძიების თარიღი. ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოს მხრიდან პროექტის ხელმძღვანელმა ბ-ნა იარი ლიუკუმ მადლობა მოუხადა საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობასა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელს ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება (HAUS) ფინეთის საჯარო მმართველობის ინსტიტუტისა და (FIOD) ჰოლანდიის ფინანსთა სამინისტროს კრიმინალური საგამოძიებო სამსახურის მიერ.

პროექტის მთავარი ბენეფიციარია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.


 

მიმდინარე წლის 9-10 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში ქონების მიკვლევისა და ამოღების თემაზე ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგს ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, შემოსავლების სამსახურისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, სულ 27 მონაწილე.

ტრენინგის დროს სხვა საკითხებთან ერთად გაზიარებული იქნა დანაშაულებიდან მიღებული ქონებისა და აქტივების მიკვლევისა და ამოღების საერთაშორისო სტანდარტები და გამოძიების დაგეგმვისა და განხორციელების ფინური მოდელი. აგრეთვე განხილული იქნა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჯგუფური სამუშაოების საფუძველზე წარმოდგენილი იქნა შესაბამისი პრაქტიკული მაგალითები.

აღნიშნული მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით პრეზენტაციები წარმოდგენილი იქნა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოსა და საქართველოს ეროვნული აღსრულების ბიუროს წარმომადგენლების მიერ.

ტრენინგს უძვებოდა საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის ექსპერტი, ფინეთის ეროვნული საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენელი, ბ-ნი იაკო კრისტენსენი.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მიმდინარე წლის 25-27 ოქტომბერს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრის - საქპატენტის სასწავლო ცენტრში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის დანაშაულების გამოძიებების თემაზე ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგს ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს მთავარი პროკურატურის, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და საქპატენტის წარმომადგენლები, აგრეთვე კერძო სექტორიდან „სამსუნგის“ წარმომადგენელი.

ტრენინგს უძვებოდნენ საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფინელი ექსპერტები, ფინეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები ბ-ნი ანსი კარტილა და ბ-ნი არნალდო სკუილანტე და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -საქპატენტის თავმჯდომარე, ბ-ნი ნიკოლოზ გოგილიძე.

საქპატენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ ტრენინგის მონაწილეებს გააცნო საქპატენტის როლი და ამოცანები ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით და საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვის მიზნით ვრცლად ისაუბრა სასაქონლო ნიშნის, პატენტის, დიზაინისა და საავტორო უფლებების თემებზე.

უცხოელი ტრენერების მიერ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად წარმოდგენილი იქნა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დანაშაულების გამოძიების ფინური მოდელი და შესაბამის მტკიცებულებათა მოპოვების გზები. ჯგუფური სამუშაოების საფუძველზე განხილული იქნა პრაქტიკული მაგალითები.

ინტელექტუალური საკუთრების სფეროში კანონდარღვევების ფაქტების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების კუთხით პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით პრეზენტაციები წარმოდგენილი იქნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს პროკუტურის წარმომადგენლების მიერ.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტსა“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 23 აგვისტოს გაფორმდა.


 

მიმდინარე წლის 25-26 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში „ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე ცნობიერების ამაღლების“ ტრენინგ-სიმპოზიუმი გაიმართა.

ტრენინგს ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები, სულ 50 მონაწილე.

ტრენინგის დროს სხვა საკითხებთან ერთად გაზიარებული იქნა ფულის გათეთრების საქმეების გამოძიებისა და საჭირო მტკიცებულებათა მოპოვების ჰოლანდიური მოდელი და განხილული იქნა საქართველოში ამ მიმართულებით არსებულ პრაქტიკასთან მისი შესაბამისობის საკითხები. ჯგუფური სამუშაოების საფუძველზე წარმოდგენილი იქნა შესაბამისი პრაქტიკული მაგალითები.

აღნიშნული მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებისა და საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვის მიზნით პრეზენტაციები წარმოდგენილი იქნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს წარმომადგენლების მიერ.

ტრენინგს უძვებოდნენ საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის განმახორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციის - ჰოლანდიის კრიმინალური საგამოძიებო სამსახურის (FIOD) წარმომადგენლები, ბ-ნი ჰუბ ადემა და ბ-ნი რობ ბასტიანი.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მიმდინარე წლის 7-9 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში „საინფორმაციო ტექნოლოგიური საშუალებებით ექსპერტიზის წარმოების (IT Forensics)“ ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგს ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს მთავარი პროკურატურისა და ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები.

ტრენინგის დროს სხვა საკითხებთან ერთად განხილული იქნა გამოძიების პროცესისათვის საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ჩართულ რეჟმში არსებული კომპიუტერების ექსპერტიზის, მობილური ტელეფონების ექსპერტიზისა და წაშლილი ფაილების აღდგენის საკითხები. წარმოდგენილი იქნა შესაბამისი პრაქტიკული მაგალითები.

აღნიშნული მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა, ბ-მა ლევან მახმუდოვმა ტრენინგზე წარმოადგინა პრეზენტაცია ეროვნული ბიუროს მაგალითზე.

ტრენინგს უძვებოდნენ ფინელი ექსპერტები ფინეთის ეროვნული საგამოძიებო ბიუროდან ბ-ნი იანი რაუტიონაჰო და ბ-ნი ტომი რაუტანენი.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

 

24-26 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში „კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ საგამოძიებო სამსახურისა და შსს აკადემიის ერთობლივი ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგს ესწრებოდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის, აგრეთვე თბილისის პროკურატურისა და რუსთავის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები, სულ 36 მონაწილე.

ტრენინგის დროს სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განხილული იქნა მსოფლიო მასშტაბით არსებული სიტუაცია კიბერდანაშაულთან მიმართებაში და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვნება კიბერდანაშაულის გამოძიების დროს. აღნიშნული საკითხები გამყარებული იქნა შესაბამისი პრაქტიკული მაგალითებით.

საქართველოს შსს აკადემიისა და პროკურატურის წარმომადგენლების მიერ ტრენინგზე აგრეთვე წარმოდგენილი იქნა საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის აღწერილობა კიბერდანაშაულთან მიმართებაში და კიბერდანაშაულის დროს წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნის გამოწვევები და სირთულეები.

ტრენინგს უძვებოდა ფინელი ექსპერტი, ფინეთის ეროვნული საგამოძიებო ბიუროს კიბერდანაშაულის ცენტრის ხელმძღვანელი, ბ-ნი ტიმო პიიროინენი.

ტრენინგის ბოლოს ჩატარებული ტესტის საფუძველზე მონაწილეებს გადაეცათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ რიგით მესამე სახელმძღვანელო კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომას თავმჯდომარეობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ბატონი გიორგი ბადაშვილი. დამსწრეთა შორის იყვნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პროგრამების ადმინისტრირების სამსახურის წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარის მხრიდან პროექტის ხელმძღვანელები და მმართველი გუნდი, ასევე საგამოძიებო სამსახურის მაღალჩინოსანი პირები.

სახელმძღვანელო კომიტეტის სხდომაზეგანხილული და დამტკიცებული იქნა საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის მესამე კვარტალური ანგარიში. საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობისმიერ დადებითად იქნა შეფასებული მესამე კვარტალში პროექტის ფარგლებში განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები. შეხვედრაზეგანისაზღვრა სახელმძღვანელო კომიტეტის შემდგომი სხდომის თარიღი.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება (HAUS) ფინეთის საჯარო მმართველობის ინსტიტუტისა და (FIOD) ჰოლანდიის ფინანსთა სამინისტროს კრიმინალური საგამოძიებო სამსახურის მიერ.



ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში საგამოძიებო სამსახურის რისკების შეფასების შესახებ ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგს ესწრებოდნენ საგამოძიებო სამსახურის სხვადასხვა სამმართველოს, საქართველოს მთავარი პროკურატურისა და შემოსავლების სამსახურის 21 წარმომადგენელი.

ტრენინგს უძღვებოდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის ფინელი ექსპერტი, ბატონი იარმო პარკონენი.

ტრენინგზე განხილული იქნა რისკების შეფასების ზოგადი მეთოდოლოგია და კომპონენეტები, აგრეთვე პროექტის ერთ-ერთი აქტივობის ფარგლებში შემუშავებული საგამოძიებო სამსახურის რისკების შეფასების სტანდარტული საოპერაციო პროცედურები და თანმდევი ღონისძიებები. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის საგადასახადო რისკების მართვის სამმართველოს წარმომადგენელმა ტრენინგის მონაწილეებს გააცნო შემოსავლების სამსახურში რისკების შეფასების პროცედურები.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება (HAUS) ფინეთის საჯარო მმართველობის ინსტიტუტისა და (FIOD) ჰოლანდიის ფინანსთა სამინისტროს კრიმინალური საგამოძიებო სამსახურის მიერ.

პროექტის მთავარი ბენეფიციარია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.


 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის „ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ მეორე სახელმძღვანელო კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პროგრამების ადმინისტრირების სამსახურის წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარის მხრიდან პროექტის ხელმძღვანელები და მმართველი გუნდი, ასევე პროექტის უცხოელი ექსპერტები და საგამოძიებო სამსახურის მაღალჩინოსანი პირები.

სახელმძღვანელო კომიტეტის სხდომაზე განხილული იქნა საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის მეორე კვარტალური ანგარიში, პროექტის ფარგლებში განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები. განისაზღვრა სახელმძღვანელო კომიტეტის შემდგომი სხდომის თარიღი.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება (HAUS) ფინეთის საჯარო მმართველობის ინსტიტუტისა და (FIOD) ჰოლანდიის ფინანსთა სამინისტროს კრიმინალური საგამოძიებო სამსახურის მიერ. პროექტის მთავარი ბენეფიციარია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.



ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობის გაძლიერება“ მეხუთე კომპონენტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა. პროექტის მეხუთე კომპონენტი მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის წესებისა და პროცედურების შემუშავებას ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის მთავარი ბენეფიციარის - საგამოძიებო სამსახურის, ასევე საბაჟო დეპარტამენტის, ფარმაცეპტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციისა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ წარმომადგენლები.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა განიხილეს ფინელი ექსპერტის, ბატონი ანსი კარტილას მიერ წარმოდგენილი შეფასების ანგარიშის პროექტი საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების შესახებ. შეხვედრაზე აგრეთვე განხილული იქნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ბოლო დროს განხორციელებული ინტელექტუალური საკუთრების დანაშაულის გამოძიების ფაქტები, შესაბამისი არსებული კანონმდებლობა და მასში მოსალოდნელი ცვლილებები, ასევე საგამოძიებო სამსახურისა და სხვა დაინტერესებული პირების ურთიერთთანამშრომლობის, ტრენინგებისა და ინტელექტუალური საკუთრების დანაშაულების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროების საკითხები. განისაზღვრა შემდეგი შეხვედრის თარიღი.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრას საგამოძიებო სამსახურში ხელმძღვანელობდა საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის მეხუთე კომპონენტის ხელმძღვანელი, ფინელი ექსპერტი, ბატონი ანსი კარტილა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების პროექტი „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ ხორციელდება HAUS - ფინეთის საჯარო მმართველობის ინსტიტუტისა და FIOD - ჰოლანდიის ფინანსთა სამინისტროს კრიმინალური საგამოძიებო სამსახურის მიერ.


 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის - „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობის გაძლიერება“, მეორე კომპონენტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. პროექტის მეორე კომპონენტის 2.1 და 2.2 აქტივობები ითვალისწინებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურის ანალიზს, ორგანიზაციულ მიმოხილვასა და შესაბამისი დასკვნების საფუძველზე რეკომენდაციების მომზადებას ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით.

სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილნი იყვნენ საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბატონი კონსტანტინე ქათამაძე, კადრების სამმართველოს ხელმძღვანელი, ბატონი ზურაბ ჩაჩუა, საგამოძიებო სამსახურის თბილისის მესამე სამმართველოს უფროსის მოადგილე, ბატონი დავით უნგიაძე და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე, ბატონი ლევან მიქაბერიძე. შეხვედრას თამჯდომარეობდა საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ხელმძღვანელი ევროკავშირის მხრიდან, ბატონი იარი ლიუკუ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პროექტის მუდმივი პროექტის გუნდის სრული შემადგენლობ, აგრეთვე პროექტის ექსპერტი ფინეთიდან, ბატონი მარკუ რანტა-აჰო.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა საგამოძიებო სამსახურის ორგანიზაციული მიმოხილვის დოკუმენტის პროექტი, განხილული და შეთანხმებული იქნა რეკომენდაციები და მათი პრიორეტიტულობა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების პროექტი „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ ხორციელდება HAUS - ფინეთის საჯარო მმართველობის ინსტიტუტისა და FIOD - ჰოლანდიის ფინანსთა სამინისტროს კრიმინალური საგამოძიებო სამსახურის მიერ.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობის გაძლიერება“ მეხუთე კომპონენტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. პროექტის მეხუთე კომპონენტი ითვალისწინებს ინტელექტუალური საკუთრების დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის წესებისა და პროცედურების შემუშავებას ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით.

სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტისა და საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირები. სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილნი არიან პროექტის მთავარი ბენეფიციარის - საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს მთავარი პროკურატურის, საბაჟო დეპარტამენტის, ფარმაცეპტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციისა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ წარმომადგენლები.

მხარეებმა იმსჯელეს ინტელექტუალური საკუთრების დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ არსებული კანონმდებლობის, მასში არსებული ხარვეზებისა და მიმდინარე ცვლილებების შესახებ, განიხილეს კონკრეტული საქმეები, დასახეს პრობლემის გადაჭრის გზები და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის ფორმები. ასევე დადგინდა საჭირო ტრენინგებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების ტექნიკური დეტალები. განისაზღვრა შემდეგი შეხვედრის თარიღი და ჯგუფის წევრებს შორის გადანაწილდა დავალებები.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრას საგამოძიებო სამსახურში ხელმძღვანელობდა საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის მეხუთე კომპონენტის ხელმძღვანელი, ფინელი ექსპერტი, ბატონი ანსი კარტილა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების პროექტი „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ ხორციელდება HAUS - ფინეთის საჯარო მმართველობის ინსტიტუტისა და FIOD - ჰოლანდიის ფინანსთა სამინისტროს კრიმინალური საგამოძიებო სამსახურის მიერ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება

პროექტი ხორციელდება HAUS - ფინეთის საჯარო მმართველობის ინსტიტუტისა და FIOD - ჰოლანდიის ფინანსთა სამინისტროს კრიმინალური საგამოძიებო სამსახურის მიერ

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის საერთო მიზანია საქართველოს ფისკალურ სფეროში ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს წახალისება.

პროექტის მიზანია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება შემდეგი მიმართულებების ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფით:

  • ეკონომიკური დანაშაულის შესახებ საკანონმდებლო ბაზის, კერძოდ, გადასახადისათვის (მაგ. დღგ-ს) თავის არიდების მუხლობრივი ნაწილისა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების გაუმჯობესება;
  • ადამიანური რესურსების მართვის, თანამედროვე საგამოძიებო მეთოდების, სტატისტიკური და ანალიტიკური სამუშაოებისა და ტრენერთა ტრენინგების კუთხით შესაძლებლობების გაძლიერება;
  • სხვადასხვა სახელმძღვანელო მითითების (წესებისა და პროცედურების) შემუშავება საგამოძიებო სამსახურის ზოგადი მენეჯმენტისა და საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით;
  • ინფორმაციის დამუშავების, რისკების იდენტიფიცირებისა და მართვის სისტემის გაუმჯობესება (კერძოდ, საგამოძიებო მოქმედების სწორად ინიცირებისათვის, კომპანიების იდენტიფიცირება ისეთ რისკ-ფაქტორებთან მიმართებაში, როგორიც არის გადასახადისთვის თავის არიდება, ფულის გათეთრება და ყალბი ფინანსური ტრანზაქციები);
  • ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის საგამოძიებო მოქმედებისა და მეთოდების განმტკიცება.

პროექტის მთავარი ბენეფიციარია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

სხვა ბენეფიციარები/დაინტერესებული მხარეები:

  • ფინანსთა სამინისტრო და მის ქვეშ არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ-ები);
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო;
  • მთავარი პროკურატურა;
  • იუსიტიციის სამინისტრო;
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახური;
  • საქართველოს ეროვნული ბანკი
  • ფინანსური დანაშაულისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის წინააღმდეგ მომუშავე კერძო სექტორის სხვადასხვა კომპანია და არასამთავრობო ორგანიზაცია.

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი მჭიდროდ ითანამშრომლებს მის მთავარ ბენეფიციართან, დაინტერესებულ მხარეებთან და პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამის სამსახურებთან და დაეხმარება მათ, განავითარონ აქტივობები ეკონომიკური ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ევროპული სტანდარტებისა და „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ შესაბამისად.

  • პროექტის ხელშეკრულების ნომერი: GE/13/ENP/FI/18
  • პროექტის დასახელება: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება
  • ბენეფიციარი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
  • ადმინისტრაციული და ფინანსური მენეჯმენტი: შპს HAUS ფინეთის საჯარო მმართველობის ინსტიტუტი
  • პროექტის განხორციელების პერიოდი: 21 თვე
  • პროექტის ბიუჯეტი: EUR 1.230.000
  •  

წინამდებარე გამოცემა მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით. ამ გამოცემის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top