საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის უნივერსიტეტის დელეგაციას სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა.
საგამოძიებო სამსახურის უფროსთან, სოსო რამიშვილთან შეხვედრაზე განხილული იქნა საკითხები სამსახურის ორგანიზების, სასწავლო, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ. სამსახურის წარმატებული მრავალწლიანი გამოცდილება, უკრაინელ კოლეგებს დაეხმარება, უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შემუშავების პროცესში.
მხარეები შეთანხმდნენ მემორანდუმის გაფორმებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის უნივერსიტეტს შორის.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, დელეგაციის წევრები დეტალურად გაეცნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის საქმიანობას. დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული ძირითადი მიმართულებები.