Press releases

News/Press releases

უკრაინის სახელმწიფო საფინანსო სამსახურის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვია

ოთხშაბათი, 27 აგვისტო, 2014
უკრაინის სახელმწიფო საფინანსო სამსახურის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვია

726

უკრაინის სახელმწიფო საფინანსო სამსახურის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვია. ორი ქვეყნის  ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლების  შეხვედრა აჭარის რეგიონში 27 – 30 აგვისტოს გაიმართება. უკრაინის დელეგაციას ქართველი კოლეგები ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში მასპინძლობენ. დელეგაციას უკრაინის სახელმწიფო საფინანსო სამსახურის უფროსის პირველ მოადგილე  ვლადიმერ ხომენკო ხელმძღვანელობს,  დღეს ქართველი და უკრაინელი სამართალდამცველების სამუშაო შეხვედრა  საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა გახსნა. სტუმრებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიესალმა, შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ესწრებოდა.

ოთხდღიანი სამუშაო შეხვედრების ფარგლებში უკრაინელი და ქართველი სამართალდამცველები ისაუბრებენ ეკონომიკური და საგადასახადო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და საგამოძიებო თუ ოპერატიული მუშაობის პრაქტიკულ საკითხებზე, დანაშაულის გამოვლენის პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების და სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცველ უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე. ქართველი სამართალდამცველები კოლეგებს გაუზიარებენ წარმატებულ პროფესიულ გამოცდილებას,  გააცნობენ  განხორციელებულ  რეფორმებს და იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც სფეროში ბოლო წლებში დაინერგა.

უკრაინის დელეგაციის წევრებმა უკვე დაათვალიერეს  საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურების აჭარის რეგიონული ოფისები.   სტუმრები ეწვევიან ბათუმის პორტს, იუსტიციის სახლს და გაფორმების ეკონომიკურ ზონას.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top