Press releases

News/Press releases

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს

ხუთშაბათი, 23 ოქტომბერი, 2014
უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს

695

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები გ. გ, მ. ა. და ს.ა. დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები ქ. თბილისში, ორ სხვადასხვა ქუჩაზე სათამაშო ბიზნესისათვის განკუთვნილი შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, რეგულარულად ახდენდნენ სხვადასხვა აზარტული თამაშების მოწყობას, რაშიც მოთამაშეებისაგან ანაზღაურების სახით იღებდნენ დადებული ფსონის 10%-ს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top