Press releases

News/Press releases

სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 18 მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს

სამშაბათი, 19 აგვისტო, 2014
სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 18 მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს

730

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გატარებული მასშტაბური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცა 18 მოქალაქე.

დადგენილია, რომ პასუხისგებაში მიცემული პირები არიან საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტის, „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ მონაწილეები.

ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულებს ბენეფიციარებზე გაცემული აგრო ბარათების გამოყენებით, მიეწოდებინათ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელი, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სისტემატიურად იბარებდნენ სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენის დანიშნულების მქონე აგრო-ბარათებს და ახდენდნენ მათზე დარიცხული ქულების ჩამოჭრას, ხოლო შემდგომში ვითომდა გაწეული დანახარჯების სანაცვლოდ, თაღლითურად სახელმწიფოსგან იღებდნენ გადახდილ თანხაზე მეტ შემოსავალს, რითაც ახდენდნენ ზემო აღნიშნული პროგრამით გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას.

საგამოძიებო სამსახური აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე სხვა პირების გამოვლენა-იდენტიფიცირების მიზნით.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top