Press releases

News/Press releases

სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პარასკევი, 06 მარტი, 2015
სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

649

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 1 181 001.31  ლარის მითვისების ფაქტზე ერთ-ერთი შპს-ის დირექტორი დააკავა.
 
გამოძიებამ დაადგინა, ქ.ბათუმის მერიასა და აღნიშნულ კომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება ერთ-ერთი არხის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ და ავანსის სახით კომპანიას ჩაერიცხა 1 289 972 ლარი. ბრალდებულმა, ნაცვლად იმისა, რომ განეხორციელებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და არამიზნობრივად გაფლანგა 1 181 000 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი მიაყენა ქ.ბათუმის მერიას და ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიას.
 
გამოძიება   გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს  7-დან 11 წლამდე პატიმრობას.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top