Press releases

News/Press releases

სახელმწიფოსა და კერძო პირების კუთვნილი სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ოთხი პირი დააკავა

ორშაბათი, 08 მაისი, 2017
სახელმწიფოსა და კერძო პირების კუთვნილი სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ოთხი პირი დააკავა

395

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, სახელმწიფოსა და კერძო პირების კუთვნილი სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, 2015 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეში, მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მიწის ნაკვეთების ყალბი მიღება - ჩაბარების აქტების საფუძველზე, თაღლითურად დაეუფლნენ თბილისის ზღვის მიმდებარედ, ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე 301 421 ლარის ღირებულის 3 000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომლებიც შემდგომ სხვადასხვა პირზე ეტაპობრივად გაასხვისეს. ბრალდებულები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულ იქნენ საქართველოს სსკ - ის 180 - ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე - 3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა /გამოვლენის მიზნით.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top