საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ურთიერთობის ფორმატზე შეთანხმდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მონაცემთა გაცვლის მოქნილი სისტემის შემუშავება და უწყებებს შორის აქტიური კომუნიკაცია თანამშრომლობის ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია.
შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის საბაჟო წესების დარღვევის დეპარტამენტის უფროსი ვასილი პოეზდი, ოდესის ოლქის საბაჟოს უფროსი ალექსანდრე ვლასოვი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი ვასილ ცხაკაია, საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნანა ხუციშვილი, ასევე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურების წარმომადგენლები.