Press releases

News/Press releases

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური მონიტორინგის სააგენტოს ეწვივნენ

სამშაბათი, 03 ოქტომბერი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური მონიტორინგის სააგენტოს ეწვივნენ

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ანალიტიკური მიმართულებით არსებული მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის შესახებ გამოცდილების ურთიერთგაზიარება.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა წარიმართა სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებთან. მხარეთა მიერ განხილულ იქნა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროსა და კრიპტოაქტივის გამოყენებით ჩადენილ დანაშაულთა სწრაფი და ეფექტიანი გამოვლენა-პრევენციის საშუალებები. განხორციელდა სხვადასხვა ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფების გაცნობა-შეფასება. 

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს სააგენტოში ჩატარებულ პრაქტიკულ სწავლებაში, თემატიკით: საგამოძიებო პროცესში კრიპტოაქტივის აღმოჩენა, ამოღება და ფიქსაცია. 

ხაზი გაესვა სხვადასხვა ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის, შესაბამის თანამშრომელთა მუდმივი გადამზადებისა და სწავლების, ასევე უწყებათა შორის სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას მხარეთა საქმიანობის ეფექტიანობის ზრდისთვის. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

 

 

Back To Top