საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაციამ სამსახურის უფროსის - სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობით ოფიციალური შეხვედრები ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან გამართა.
ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენა, მისი გამოძიების წარმოება, მათი აღკვეთა და პრევენცია.
ქართველმა და ბელარუსმა სამართალდამცავებმა ასევე იმსჯელეს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მეთოდოლოგიის, გადასახადებისთვის თავის არიდების, დღგ-ს დაუსაბუთებელი დაბრუნების და აქციზური პროდუქციის უკანონო ბრუნვის შესახებ.
მხარეები შეთანხმდნენ ანალიტიკური საქმიანობის დასახვეწად და გასაუმჯობესებლად, ასევე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გასაღრმავებლად, ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლისა და აქტუალური პრობლემების ეფექტიანად გადაჭრის ერთობლივი გზების მოსაძიებლად სამომავლო თანამშრომლობაზე.
http://www.kgk.gov.by/ru/rukovodstvo_finrassledovanij-ru/