Press releases

News/Press releases

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტება ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით

ხუთშაბათი, 03 მაისი, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტება  ავტოპარკის განახლებასთან  დაკავშირებით

236

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავტოპარკის განახლებას გეგმავს. სამსახურის ბალანსზე რიცხულ  ოპერატიული საქმიანობისთვის  განკუთვნილ 40 ერთეულ მსუბუქ ავტომობილს საგარანტიო და საექსპლუატაციო  ვადა ფაქტობრივად უკვე ამოეწურა. ამასთან,  2018 წლის 1 ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექნიკური ინსპექტირების გავლა სავალდებულო ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო სამსახურის ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი, ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, აღნიშნული შემოწმებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს. შესაბამისად, საჭირო გახდა საგამოძიებო სამსახურის ავტოპარკის განახლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადდა ტენდერი  საგამოძიებო სამსახურისთვის  მსუბუქი (სედანის ტიპი), მათ შორის ჰიბრიდული  ავტომობილების შესყიდვის თაობაზე.

ძველი, მწყობრიდან გამოსული ავტომობილები, შემდგომი რეალიზების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაეცემა.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top