Press releases

News/Press releases

საქართველოს საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესული ცვლილებების თაობაზე ფინანსთა სამინისტრო ღია კარის დღეებს გამართავს

ოთხშაბათი, 19 ივლისი, 2017
საქართველოს საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესული ცვლილებების თაობაზე ფინანსთა სამინისტრო ღია კარის დღეებს გამართავს

356

საქართველოს საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესული ცვლილებების თაობაზე კომპანიების ფინანსური მენეჯერების, ბუღალტრების და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იწყებს ღია კარის დღეებს.

ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები, ყველა დაინტერესებულ პირს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას კანონმდებლობაში შესულ იმ მნიშვნელოვან და პოზიტიურ ცვლილებებზე, რომელიც სულ ახლახან ამოქმედდა.

ღია კარის დღეები უფასოა და გაიმართება 21, 24, 26 და 28 ივლისს, 18:30 საათზე, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში. (მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №10)
ღია კარის დღეების მიზანია, კომპანიების წარმომადგენლები - ფინანსური მენეჯერები, ბუღალტრები, სხვა დაინტერესებული პირები უკეთ გაეცნონ კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს, რათა საქმიანობისას არ შეექმნათ სირთულეები.
ღია კარის დღეებზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის ფორმის შევსება. http://register.mof.ge/

19 ივლისიდან, განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც ფინანსთა სამინისტროს, ისე მისი საქვეუწყებო დაწესებულებების ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook-ის გვერდებზე განთავსებულ სპეციალურ ბმულებზე.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top