Press releases

News/Press releases

სასწავლო კურსი „ფინანსური კიბერდანაშაული და ელექტრონული მტკიცებულებები“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთათვის

პარასკევი, 07 თებერვალი, 2020
სასწავლო კურსი „ფინანსური კიბერდანაშაული და ელექტრონული მტკიცებულებები“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთათვის

ბათუმში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და ევროსაბჭოს ორგანიზებით, ევროსაბჭოს მიერ სრულად დაფინანსებული სასწავლო კურსი - „ფინანსური კიბერდანაშაული და ელექტრონული მტკიცებულებები“ ჩატარდა, რომელშიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგს უძღვებოდნენ ევროსაბჭოს ექსპერტ-გამომძიებლები.  

კურსის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ კიბერდანაშაულის სფეროს, ონლაინ კრიმინალური ფულის მასების მოძრაობის ტიპოლოგიას, ფინანსურ გამოძიებას და აღნიშნულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მეთოდოლოგიას.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გარდა თეორიულისა, ევროსაბჭოს ექსპერტთა მიერ სპეციალურად სწავლებისათვის ინსცენირებული კიბერდანაშაულის გამოძიების ყველა ეტაპი წარმატებით დაძლიეს.

დასასრულს, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს სასწავლო კურსის „ფინანსური კიბერდანაშაული და ელექტრონული მტკიცებულებები“ სერტიფიკატები გადაეცათ. 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top