Press releases

News/Press releases

სამართალდამცავებმა ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს

ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2014
სამართალდამცავებმა ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს

690

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ალკოჰოლური სასმელი „სარაჯიშვილის”, ცქრიალა ღვინო „ბაგრატიონისა“ და მინერალური წყალი „ბორჯომის”, ფალსიფიკაციის ფაქტზე, სამი პირი დააკავა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის დასამზადებლად იყენებდნენ სხვადასხვა ესენციას და დაბალი ხარისხის სპირტს, ხოლო „ბორჯომის“ დასამზადებლად იყენებდნენ ონკანის წყალს, სოდას, მარილს, იოდს, აირს და წინასწარ შეგროვებულ 0,5 ლიტრიან ბოთლებში ასხამდნენ.

ფალსიფიცირებული სასმელების რეალიზაცია ხდებოდა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე. კუსტარული საწარმოს ჩხრეკის შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული პროდუქცია და მანქანა დანადგარები.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 დან 3 წლამდე ვადით.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top