Press releases

News/Press releases

სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა ექვსი პირი პასუხისგებაში მისცა

პარასკევი, 21 აპრილი, 2017
სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა ექვსი პირი პასუხისგებაში მისცა

404

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შიდა ქართლისა და აჭარის რეგიონებში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა და საქართველოს ექვსი მოქალაქე, სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ქალაქ ხაშურში, ბათუმსა და ქობულეთში, სხვადასხვა პირებს, ბაზრობებსა და ხალხმრავალ ადგილებში, შესაბამისი ნებართვის გარეშე,  განთავსებული ჰქონდათ კუსტარულად დამზადებული სათამაშო აპარატები, რაც მოქალაქეებს, შემთხვევითობის პრინციპით აძლევდა მიზერულ მოგებას, ხოლო მისი მფლობელები იღებდნენ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სათამაშო აპარატების განთავსების სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთი შეადგენს 100 000 ლარს, შესაბამისად, ბრალდებულების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი. საგამოძიებო სამსახურის მიერ საერთო ჯამში ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 20 ერთეული სათამაშო აპარატი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ - ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით,  რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top