Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სასახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შაბათი, 29 აგვისტო, 2015
საგამოძიებო სასახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

577

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ერთ-ერთი კლინიკის განყოფილების უფროსი დააკავა.
 
გამოძიებით დადგენილია, რომ ტენდერით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას, ხელსაყრელი პირობების შექმნისათვის ბრალდებულმა მეწარმე სუბიექტს ქრთამის სახით მოსთხოვა 6 000 ლარი. თანხის ნაწილის, 2 000 ლარის აღების შემდეგ კი იგი  დაკავებულ იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ.
 
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top