Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურში კონტეინერების კონტროლის პროგრამის მმართველი საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა

ორშაბათი, 23 აპრილი, 2018
საგამოძიებო სამსახურში კონტეინერების კონტროლის პროგრამის მმართველი საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის მმართველი საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე  პროგრამის მიმდინარეობა, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრას UNODC - ის შავი ზღვის რეგიონის კოორდინატორი ნაიდა ჩამილოვა ხელმძღვანელობდა.

შეხვედრის მთავარ თემას პროგრამის მოქმედების არეალის გაფართოების საკითხების განხილვა წარმოადგენდა. საბჭოს წევრებმა  პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საქმიანობის არეალის გაფართოებისა და პროგრამის ფარგლებში მოქმედი ჯგუფების გაძლიერების ყველა ოპტიმალური ვარიანტი განიხილეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ პროგრამაში ჩართული ყველა უწყების ერთობლივი, კოორდინირებული და აქტიური მუშაობა, პროგრამის წარმატების და დადებითი შედეგების მიღწევის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

შეხვედრაზე UNODC-ის შავი ზღვის რეგიონის კოორდინატორმა,  ნაიდა ჩამილოვამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიების შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ დაგეგმილია საზოგადოებასთან ურთიერთობის გააქტიურება და კონტეინერების კონტროლის პროგრამის მნიშვნელობისა და საქმიანობის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის გავრცელება.

აღინიშნა, რომ პროგრამაში ჩართული უწყებების თანამშრომლებისთვის  გაიმართება საინფორმაციო სახის შეხვედრები, რომელთა მიზანი პროგრამის ამოცანების, საქმიანობის მეთოდებისა და მიღწეული შედეგების გაცნობა იქნება.

შეხვედრას ესწრებოდნენ კონტეინერების კონტროლის პროგრამაში ჩართული უწყების წარმომადგენლები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების  და საგამოძიებო სამსახურების, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამაში ჩართულია ოთხი უწყება: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი და საგამოძიებო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. პროგრამის მოქმედების არეალი მოიცავს საბაჟო გამშვებ პუნქტებს, გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს. კონტეინერების კონტროლის პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქონლის არალეგალური ბრუნვის აღკვეთა, საზღვარზე ნარკოტიკული ნივთიერებების, სტრატეგიული და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის აღმოჩენა, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვა, პროგრამის ფარგლებში მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და ა.შ.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top