Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ხორცპროდუქტების იმპორტიორები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

ოთხშაბათი, 25 მარტი, 2015
საგამოძიებო სამსახურმა ხორცპროდუქტების იმპორტიორები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

643

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდნენ ხორცპროდუქტების იმპორტიორები, რომელთა კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი. საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნულ ფაქტზე 3 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
 
დადგენილია, რომ ბრალდებულების მიერ, ურთიერთდამოკიდებული, რამოდენიმე კომპანიის სახელით, 2013-2015 წლებში საქართველოში იმპორტირებული იქნა 5 773 716 ლარის ღირებულების ხორცპროდუქტები. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ბოროტად იყენებდნენ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ საშეღავათო პერიოდს და არ ახორციელებდნენ იმპორტისას დარიცხული იმპორტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადების გადახდას. საერთო ჯამში, ზემოთჩამოთვლილი პირების მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 925 442 ლარის ზიანი.
 
საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top