Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ხილ - ბოსტნეულის იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელი პირი დააკავა

ოთხშაბათი, 10 მაისი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა ხილ - ბოსტნეულის იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელი პირი დააკავა

394

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე, სამი სხვადასხვა შპს-ს ხელმძღვანელი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საკუთარი კომპანიების სახელით  ჯამში განახორციელა   8 158 225 ლარის ღირებულების ხილ - ბოსტნეულის იმპორტი, რა დროსაც, არ მოახდინა იმპორტირებულ პროდუქციაზე გაანგარიშებული გადასახდელების გადახდა,  რითაც,   სახელმწიფო ბიუჯეტს  653 852,10  ლარის ზიანი მიაყენა. 

ასევე, ბრალდებულმა, ზემოთ აღნიშნული კომპანიების სახელით,   იმპორტირებული საქონლის  საბაჟო ოპერაციების განხორციელებისას, საბაჟო გადასახდელების დასადასტურებლად,  საგადასახადო ორგანოში წარადგინა 28 580 ლარის ყალბი საგადასახადო დავალებები. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე - 3 ნაწილით და  210 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4 - დან 6 წლამდე. 
 

 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top