Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ხე - ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება - გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა  ხე - ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება - გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

318

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხე - ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და  ხის მასალის რეალიზაციასთან დაკავშირებული ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება - გამოყენების ფაქტზე  ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებული პირი სამცხე - ჯავახეთის რეგიონში უკანონოდ ახორციელებდა ხის ჭრას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ხე - მასალის  რეალიზაციას  ყალბი  სასაქონლო ზედნადებების გამოყენებით  ახდენდა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303 - ე მუხლის პირველი ნაწილით და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top