Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი დააკავა

შაბათი, 30 იანვარი, 2016
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი დააკავა

531

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება - გასაღების ფაქტზე, სხვადასხვა დანაშაულებისთვის წარსულში არაერთხელ ნასამართლევი, ა. დ, მ. ბ. და გ. ჩ. დააკავა.
 
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, თბილისში არსებულ სხვადასხვა ობიექტში სისტემატიურად ახდენდნენ მათ მიერ, კუსტარული წესით დამზადებული, ერთი და იგივე სერიული ნომრის მქონე ყალბი 20 ლარიანი კუპიურების გასაღებას. გამოძიების ამ ეტაპზე დადასტურებულია ა. დ-ს, მ. ბ-ს და გ. ჩ-ს მიერ, ჯგუფურად, 222 ცალი ყალბი 20 ლარიანი კუპიურის  გასაღების ფაქტი. ასევე, ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ყალბი კუპიურების დასამზადებელი ტექნიკური აღჭურვილობა.
 
ბრალდებულებს  ემუქრებათ თავისუფლების აღკვეთა 7-დან 10 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top