Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციის და უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით აფთიაქების ხელმძღვანელი პირები პასუხისგებაში მისცა

ორშაბათი, 30 იანვარი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციის და უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით აფთიაქების ხელმძღვანელი პირები პასუხისგებაში მისცა

434

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა აფთიაქის ხელმძღვანელი პირების მიერ განხორციელებული, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის კიდევ არაერთი ფაქტი გამოავლინა. 

კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, საქართველოში მდებარე 21 სააფთიაქო დაწესებულებიდან მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე, სისტემატიურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია, რითაც დანაშაულებრივი საქმიანობის განმახორციელებელი პირები ხელს უწყობდნენ ე. წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“ და საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.  

დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილე პირთა გამოვლენისა და უკანონოდ მიღებული შემოსავლების ზუსტი რაოდენობების დადგენის  მიზნით, ყველა გამოვლენილ ობიექტში ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების ქვეყანაში ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, დანაშაული, სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით, 1-დან 3 წლამდე.

ამავდროულად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს მუშაობას, აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენისა და „სააფთიაქო ნარკომანიის“ საბოლოოდ აღმოფხვრის მიზნით.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top