Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში სამი მეწარმე სუბიექტი ამხილა

ოთხშაბათი, 16 აგვისტო, 2017
საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში სამი მეწარმე სუბიექტი ამხილა

345

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში  სამი მეწარმე სუბიექტი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული მეწარმეები, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, იმერეთის რეგიონში მდებარე მათი კუთვნილი აფთიაქებიდან  სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევითა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე,  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულi მედიკამენტების რეალიზაციას ახორციელებდნენ. შედეგად,  ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, სამოქალაქო ბრუნვაში მოექცა ფსიქოტროპული და  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული დიდი ოდენობით  მედიკამენტები.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 3 წლამდე.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top