Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ხუთშაბათი, 11 იანვარი, 2018
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო საქონლის  შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

282

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ რუსთავში, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელის რეალიზაციას შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე  ახდენდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია უაქციზო სასმელები - „BELUGA”, „HENNESSY“, „IJEVAN“ და „ARARAT“, რომელთა საბაზრო ღირებულება ჯამში  7 000 ლარს აღემატება.

საქმეზე  მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top