Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის საბაჟო კონტროლისგან მალულად საზღვარზე გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

ორშაბათი, 24 აპრილი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის საბაჟო კონტროლისგან მალულად საზღვარზე გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

403

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უპრეცენდენტო რაოდენობის აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის, საბაჟო კონტროლისგან მალულად საზღვარზე გადაზიდვის ფაქტზე, ორი პირი დააკავა.
 
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი სამგზავრო ავტობუსით, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საბაჟო გამშვები პუნქტი, ,,სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაზიდეს 25 989 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ,,Master’’-ი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები საზღვრის კვეთის დროს დააკავა, ხოლო კონტრაბანდული თამბაქო ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top