Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

სამშაბათი, 06 ივნისი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის  აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

384

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სიგარეტის ნაწარმის,  აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე,  საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, რეალიზაციის მიზნით გადაჰქონდათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი  “Marlboro.”

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6  დან 8 წლამდე ვადით.


Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top