Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო ალკოჰოლური სასმელი ამოიღო

ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2015
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო ალკოჰოლური სასმელი ამოიღო

580

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დააკავა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ქ.თბილისში, ქართული აქციზური მარკის გარეშე მოახდინა ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელების, არაყი „ნეფტისა“ და კონიაკი „ჰენესის“ რეალიზაცია. ორივე შემთხვევაში პროდუქცია ქართული აქციზური მარკის სავალდებულო დართვას ექვემდებარება. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top