Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო ალკოჰოლური სასმელის გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა

ხუთშაბათი, 03 აგვისტო, 2017
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო ალკოჰოლური სასმელის  გადაზიდვა -  რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა

351

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,   გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე,  ორი პირი დააკავეს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, ქალაქ გორში ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების - 149 ბოთლი  კონიაკი  “HENNESSY XO” - სა  და  6 ბოთლი  ვისკის “JACK DANIELS” - ის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციას. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, რომლის ღირებულება  46 460 ლარს შეადგენს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 - დან 8 წლამდე ვადით.


Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top