Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

ოთხშაბათი, 30 აგვისტო, 2017
საგამოძიებო სამსახურმა საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი  პირი ამხილა

341

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე,  საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე,  ერთი პირი ამხილა.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა,  მიუნხენი - ქუთაისის ავიარეისით, საქართველოში მალულად შემოიტანა არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საიუველირო ნაწარმი, მათ შორის 280 გრამი ოქროსა  და  244 გრამი ვერცხლის  ნაკეთობები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია საიუველირო ნაწარმი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება  26 563 ლარს შეადგენს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5 - დან 7 წლამდე.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top