Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბრილიანტი ამოიღო

ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2015
საგამოძიებო სამსახურმა საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბრილიანტი ამოიღო

592

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო საზღვრის კონტროლისგან ფარულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბრილიანტის შემოტანის ფაქტზე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სადახლოს“ გავლით, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა უმაღლესი ხარისხის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბრილიანტის თვლები, რომლის ღირებულებაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 350 000 ლარს შეადგენს.

დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top