Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა საგადასახადო ვალდებულებებისგან თავის არიდების მიზნით ქონების თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის 28 ფაქტი გამოავლინა

ოთხშაბათი, 26 სექტემბერი, 2018
საგამოძიებო სამსახურმა საგადასახადო ვალდებულებებისგან თავის არიდების მიზნით ქონების თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის 28 ფაქტი გამოავლინა

181

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  მიმდინარე წლის განმავლობაში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მეწარმე სუბიექტების მხრიდან საგადასახადო ვალდებულებებისგან თავის არიდების მიზნით თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვის 28  ფაქტი გამოავლინა.

გამოძიების პროცესში მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა,  რომ  ზემოხსენებული მეწარმე სუბიექტები, რომლებსაც  ჩატარებული საგადასახადო შემოწმებებისა და ინვენტარიზაციის შედეგად, ბიუჯეტის სასარგებლოდ ერიცხებოდათ დიდი ოდენობით თანხები, საგადასახადო ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების გზით, სისტემატურად ახორციელებდნენ მათზე რიცხული ქონების ოჯახის წევრებისა და ახლობლების სახელზე ფიქტიურად რეგისტრირებულ საწარმოებზე გასხვისებას. აღნიშნული ქმედების შედეგად, საგადასახადო ორგანოები  ვეღარ ახდენდნენ ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული გადასახადების და ჯარიმების იძულების წესით ამოღებას.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051 მუხლით 28 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა. 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top