Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა

სამშაბათი, 23 თებერვალი, 2016
საგამოძიებო სამსახურმა საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა

520

საქართველოს ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება - გასაღების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა  დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა ეტაპობრივად დაამზადეს და გაასაღეს 31 ერთეული ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომლის მიხედვით, თითქოსდა ერთერთ მეწარმე სუბიექტს მიაწოდეს 140 300 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა, რეალურად კი მსგავი სავაჭრო ქმედება არ განხორციელებულა. 

დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე ვადით.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top