Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე სამი პირი ამხილა

სამშაბათი, 26 სექტემბერი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე სამი პირი ამხილა

325

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით,  სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი  „წითელი ხიდის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე  შემოიტანა დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 16 390 ლარს შეადგენს.

ხოლო, ორ შემთხვევაში, დანაშაულში მხილებული პირები საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, ცდილობდნენ საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო კონტროლისგან მალულად,  საბაჟო წესის დარღვევით, თურქეთის რესპუბლიკაში გადაეტანათ  დეკლარირებას დაქვემდებარებული   უმაღლესი სინჯის ოქრო და ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება ჯამში 36 536 ლარს  შეადგენს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში ამოღებულია 52 926 ლარის ღირებულების  627  გრამი ოქრო და ოქროს ნაკეთობები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top