Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

სამშაბათი, 28 იანვარი, 2020
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

1

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირი, საბაჟო-გამშვები პუნქტი წითელი ხიდის გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის გამოყენებით, შეეცადა აზერბაიჯანში მალულად გადაეტანა დიდი ოდენობით მედიკამენტი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული მედიკამენტი, რომლის საბაჟო ღირებულება 22 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top