Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინა

ოთხშაბათი, 05 სექტემბერი, 2018
საგამოძიებო სამსახურმა  ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინა

191

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით,   გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების მალულად შემოტანას ცდილობდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 1 024 გრამი ოქროს ნაწარმი, რომლის საერთო  საბაჟო ღირებულება  57 000 ლარს აღემატება.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის  მეხუთე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top